 |
ანტონ და დავით დუმბაძეები |
„დიდი ხანი არის, რაც მთელს საქართველოში იყო აღძრული ლაპარაკი შესახებ იმისა, რომ შესაძლო იყო თუ არა გარდაღება ქართული საეკლესიო გალობისა ნოტებზედ, რომელზედაც მეც იჭვნეული ვიყავი. ეხლა, მადლობა ღმერთს, ამ მოკლეს ხანში, ამ გვარს იჭვნეულობას და ლაპარაკს მოეღო ბოლო და მიეცა დასასრული, მით რომ ეს მეხუთე თვე არის, რაც პატივცემული ფილიმონ ქორიძე ყოველ დღე დაუღალავად მუშაობს და შრომობს ამ საქმეზედ ქ. ოზურგეთში, ერთად ჩემისა და ჩემის შვილის მღვდლის დავითისა და ერთის ჩემის შეგირდის მოლარიშვილის დახმარებით.
მე როგორც გამოცდილს და მცოდნეს სრულის საეკლესიო ქართულის გალობისა, ის მაქვს სასიამოვნოდ, რომ ყოველი ეკლესიური გალობა გადადის ნოტებზედ, ისე შეუცვლელად და უნაკლოდ იმ კილოზედ, როგორც არსებობდა და არსებობს გურია-იმერეთში.“
1894 წ. „ივერია“ - ნომერი 60.
No comments:
Post a Comment