![]() |
ხელნაწერთა ეროვნულ ცენტრში დაცული წმ. ექვთიმე აღმსარებლის ხელნაწერი (Q-692) |
ანჩისხატის გუნდის პირველი ჩანაწერები
ამ ფირფიტაზე „აღდგომასა შენსას“ ოდნავ სახეცვლილი სახით ვხვდებით. კერძოდ, საგალობლის ბოლო ნაწილში - „წმი(ნ)დის გულითა“ - მარცვლების გადანაწილება განსხვავდება სანოტო ხელნაწერებში არსებული ვარიანტებისაგან, თანაც ისე, რომ საშემსრულებლო კუთხითაც გარკვეულ უხერხულობას ქმნის, თუმცა ლამაზია. :)
„ანჩისხატელების“ ერთ-ერთმა წევრმა პირად საუბარში დაადასტურა, რომ ცვლილება მათ განახორციელეს და ასეთნაირად მოხდა ამ ვარიანტის გავრცელება.
საერთოდ, ანჩისხატის გუნდის წევრები დიდი სამგალობლო გამოცდილებიდან გამომდინარე საგალობლების რედაქტირებას თავისუფლად უდგებიან, რაც მხოლოდ და მხოლოდ მისასალმებელია. ამის თქმის საფუძველს მაძლევს მრავალწლიანი დაკვირვება და ანალიზი. მომავალში ვაპირებ მათ მიერ საგალობლებში შეტანილი პატარ-პატარა ცვლილებების უფრო ღრმად შესწავლას, რასაც არაერთხელ გამოუწვევია ჩემი აღფრთოვანება. ამ საგალობელში ასეთი ცვლილება კი ნაკლებად იყო მიზანშეწონილი, რის გამოც ბოლო წლებში მათ თავად ჩაწერეს შესწორებული ვარიანტი.
ვფიქრობ, კარგი იქნება თუ მგალობლები შევატყობინებთ ერთმანეთს და ვიგალობებთ ისე, როგორც სანოტო ხელნაწერებშია მითითებული. ამას გარდა, ყურადღება მიაქციეთ სიტყვიერ ტექსტსაც, მეორე ჩანაწერში „წმი(ნ)დის გულითას“ ნაცვლად „წმი(ნ)დით გულითას“ გალობენ.
ყველას გილოცავთ აღდგომის ბრწყინვალე დღესასწაულს!
მგალობელი ილია ჯღარკავა
11 აპრილი, 2015 წ.
1 comment:
მარცვლების დედნისეული განაწილება ბევრად უფრო მოხერხებული და ბუნებრივია, ჟღერადობაც უფრო სხარტია და კოპწია :). დიდი ხანია, სურვილი მაქვს, რომ სწორედ ეს ვარიანტი დაინერგოს(ერთ გუნდს ვასწავლე კიდევაც). იქნებ ნელ-ნელა მოიკიდოს ფეხი.
Post a Comment